ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში მომხდარ აფეთქებაში 45 ადამიანი დაიღუპა


იემენის ეკონომიკურ დედაქალაქ ადენში დღეს მძლავრი აფეთქება მოხდა. 45 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ოფიციალური წყაროების მიხედვით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა სამთავრობო ძალების განკარგულებაში მყოფ შენობაში შეიყვანა.

იემენში ერთმანეთს ორი ძალა ებრძვის: ერთ მხარესაა საერთაშორისოდ აღიარებული პრეზიდენტი აბდუ რაბუ მანსურ ჰაიდი და საუდის არაბეთის კოალიცია. მეორე მხრიდან კი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელისუფლება მათ დისკრიმინაციას წლების მანძილზე ახდენდა. გაეროს ანგარიშების მიხედვით, კონფლიქტში 6, 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის სულ ცოტა, ნახევარი მშვიდობიანი მოსახლეობაა. იემენის ქაოსით მოსულ სამხრეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში აფეთქებებს პერიოდულად ალ-ყაიდა და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოც აწყობს.

XS
SM
MD
LG