ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება თურქეთში: 11 დაღუპული პოლიციელი


თურქეთის ქალაქ ჯიზრეში დღეს დილით მომხდარ აფეთქებაში სულ ცოტა 11 პოლიციელი დაიღუპა. არიან დაჭრილებიც. ქალაქი ჯიზრე, რომელშიც ქურთული მოსახლეობა ჭარბობს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის და ერაყის მოსაზღვრე პროვინციაში მდებარეობს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია.

თურქეთის ოფიციალური პირები საპასუხო ქმედების განხორციელების პირობას დებენ. პრესკონფერენციაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ორგანიზატორები “დამსახურებულ პასუხს” მიიღებენ. “ვერცერთი ტერორისტული ორგანიზაცია ვერ შეძლებს თურქეთის ტყვეობაში მოქცევას”- თქვა მან.

XS
SM
MD
LG