ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თურქეთში იმ დროს ჩავიდა, როცა ქვეყნის სამხედრო ძალებმა, ამერიკული ავიაციის მხარდაჭერით, სირიაში პირველი იერიში დაიწყეს. სირიაში თურქეთის სამიზნე ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს შეიარაღებული ჯგუფები და ქურთი მებრძოლები არიან.
ანკარაში უმაღლესი დონის თანამდებობის პირებთან, მათ შორის პრეზიდენტ ერდოღანთან მოლაპარაკებების შემდეგ, შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი თურქეთის პრემიერ მინისტრ ბინალი ილდირიმთან ერთობლივ პრეს-კონფერენციას გამართავს.
ბაიდენი მსოფლიოს ლიდერებთან კარგი პირადი ურთიერთობებით არის ცნობილი, მათ შორის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთანაც, რომელსაც ის „ძველ მეგობარს“ უწოდებს.