ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეგმა, რომელიც იემენში სტაბილიზაციას ითვალისწინებს


გეგმა, რომელიც იემენში სტაბილიზაციას ითვალისწინებს
გეგმა, რომელიც იემენში სტაბილიზაციას ითვალისწინებს

იემენში, მიუხედავად შეთანხმებისა, რომელიც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს მიერ შეტანილ წინადადებას მოჰყვა პრეზიდენტ აბდულა სალეჰის ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ-საპროტესტო აქციები ჩატარდა.

ქვეყნის წამყვანი ოპოზიციური კოალიცია გუშინ დაეთანხმა აღნიშნულ გეგმას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს გარდამავალ ეტაპს.

გეგმის თანახმად, პრეზიდენტი სალეჰი, გეგმის ძალაში შესვლის დღიდან და მას შემდეგ რაც მას პრეზიდენტი და ოპოზიცია მოიწონებს, ხელისუფალი ოცდაათ დღეში თანამდებობას დატოვებს.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ გეგმას სავარაუდოდ ხვალ საუდის არაბეთში ხელს ორივე მხარე მოაწერს.

XS
SM
MD
LG