იემენის პრეზიდენტის ალი აბდულა სალეს განცხადებით ის არ დაუშვებს ქვეყნის ჩათრევას სამოქალაქო ომში.
ალი აბდულა სალეს უშიშროების ძალებსა და ოპოზიციის მხარდამჭერ ერთ-ერთი ტომის მეომრებს შორის შეაიარაღებული შეტაკება მოხდა.
ორმხრივი სროლა ტომის ლიდერის შეიხ სადექ ალ-აჰმარის სახლის მახლობლად მოხდა იემენის დედაქალაქ სანაში.
ამასობაში სულ უფრო იზრდება საერთაშორისო ზეწოლა იემენის პრეზიდენტზე, რათა მან მშვიდობიანად დათმოს თავისი თანამდებობა და გარდამავალი მთვარობის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. მიხედავად არაბული ქვეყნების მცდელობისა იემენის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ამ წინადადებაზე.