ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ხაზინის მდივანი ჩინეთში ვიზიტისას ურთიერთობაში სტაბილურობის გაზრდას ეცდება


შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ჯანეტ იელინი პეკინში ოფიციალური ვიზიტით 6 ივნისს ჩავიდა. ჩინელ ოფიციალურ პირებთან დაგეგმილი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების მოსაგვარებლად გადადგმული ნაბიჯია.

იელინი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციის საკითხებს განიხილავს და ასევე გამოხატავს შეერთებული შტატების პოზიციას ჩინეთის მხრიდან რუსეთის მიმართ უკრაინაში წარმოებული ომის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. იელინის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრა მოსალოდნელი არ არის.

იელინი ამ კვირის დასაწყისში ამერიკაში ჩინეთის ელჩ სი ფენგს შეხვდა. ხაზინის განცხადების თანახმად, შეხვედრაზე იელინმა ისაუბრა „შემაშფოთებელ საკითხებზე და ასევე ორი უმსხვილესი ეკონომიკის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის, მაკროეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე“.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სიმ იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყანა აღმოფხვრის ერთმანეთის საქმეებში ჩარევას და გააძლიერებს დიალოგს.

XS
SM
MD
LG