ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ურბანიზაციის შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს


2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახელობა 6.5 მილიარდი იქნება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:29 0:00
ბმული

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიოს აფრთხილებს, რომ მსოფლიო სწრაფ ურბანულ განვითარებას მოუმზადებელი ხვდება. 2013 წლის მსოფლიო ეკონომიკური და სოციალური კვლევის ავტორები მსოფლიო ლიდერებს გაბედული, ახალი სტრატეგიის შემუშავებისთვის მოუწოდებენ, რათა 2050 წლისთვის მსოფლიოს 6.5 მილიარდზე მეტი ურბანული მოსახლეობის მოთხოვნილებები იქნას დაკმაყოფილებული.

მზარდი ურბანული განვითარება ძირითადად განვითარებადი ქვეყნების ქალაქებშია მოსალოდნელი. გაეროს ინფორმაციით, არასაკმარისი რესურსების პირობებში, ადამიანებზე დიდი ზეგავლენას მოახდენს.

მსოფლიოს ეკონომიკური და სოციალური კვლევის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ საჭიროა მოიძებნოს გზები იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოსახლეობის ზრდის ადექვატურად გაზრდილი მოთხოვნა წყალზე, ელექტროენერგიაზე, კანალიზაციის სისტემაზე, კომუნალურ მომსახურეობაზე, განათლებაზე და ჯანმრთელობაზე.

2050 წლისათვის მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა ნავარაუდევია რომ 9 მილიარდამდე გაიზრდება, მათგან ქალაქების მოსახლეობის წილი ორ მესამედს შეადგენს. გაერო აცხადებს, რომ ქალაქების მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა სავარაუდოდ აფრიკის კონტინენტზე და აზიაში იქნება.

ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ქალაქების მდგრადი განვითარება ინტეგრაციას და კოორდინაციას მოითხოვს, ასევე ინვესტიციების მოზიდვას იმისათვის, რომ მიწათმოქმედების, კვების უსაფრთხოების, სამუშაო ადგილების და ტრანსპორტირების პრობლემები მოგვარდეს.

ვიდრე მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირველად ისტორიაში დაფიქსირდა სოფლად მცხოვრები ადამიანების შემცირების ტენდენცია.

განვითარების სტრატეგიის და პოლიტიკის ანალიტიკის განყოფილების უფროსი ვილიემ ვან დერ გისტი ამბობს, რომ ეს ყველაფერი სამომავლოდ თავის შედეგებს მოიტანს. ის აცხადებს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იქნება ორგანიზებული კვების სისტემის და სოფლის მცხოვრებთა ეკონომიკა.

ვილიემ ვან დერ გისტი: როდესაც გაქვს დაუმუშავებელი მიწის დიდი ფართობი, რომელიც ცნობილია რომ გამოუსადეგარია სასოფლო მოხმარებისთვის და საკვები სისტემისთვის. საჭიროა საკმარისი ინტეგრაცია ქალაქებთან. სასოფლო და ქალაქის ეკონომიკის ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კვების, საკვების უსაფრთხოების და ეკოლოგიური მდგრადობისთვის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მდგრადი განვითარება სიღარიბის აღმოფხვრის მთავარი იარაღია. ასევე საუბარია კვების პროდუქტებით ვაჭრობის უსაფრთხოების დაუცველობაზე, რაც ასობით მილიონ ადამიანს უქმნის პრობლემას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში რვა ადამიანიდან ერთი საკვებით დაუკმაყოფილებლობას უჩივის.

ეკონომიკური განვითარების გენერალური მდივნის ასისტენტი შამშად ახტარი აცხადებს, რომ საკვების სფეროს განვითარება 70%-ით გაზრდის საკვების მოცულობას, რაც იმას ნიშნავს რომ 2050 წლისთვის დამატებით 2,3 მილიარდი ადამიანის საკვებით უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი.

შაშმად ახტარი: მოთხოვნა გაგრძელდება უფრო ნოყიერი პროდუქტების რესურსებზე, როგორიცაა პირუტყვზე და რძის პროდუქციაზე, მიწის დამუშავებაზე, წყალზე და ბიო-მრავალფეროვან წყაროებზე. აუცილებელია არსებობდეს ძალისხმევა საკვების ნარჩენების შემცირებაზე. ამჟამად წარმოებული პროდუქტის 32% გლობალურ დანაკარგს შეადგენს. იმისათვის რომ დანაკარგები შემცირდეს, ცვლილებები უნდა შევიდეს საკვების წარმოების მიზნებში, შენახვის, ტრანსპორტირების და მოხმარების სფეროში.

ანგარიშში საუბარია ენერგიით უზრუნველყოფაზე, რომელიც მდგრადი განვითარების გეგმის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, საკვები პროდუქციის და კვების უსაფრთხოების საკითხებთან ერთად.

ასევე ხაზგასმულია გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივა და მოწოდება უფრო საიმედო, ადექვატური და მაღალი ხარისხის ელექტროენერგიის წყაროების უზრუნველყოფასა წარმოებაზე.
XS
SM
MD
LG