ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სურსათზე ფასების ზრდა შენელდა


აგვისტოს თვეში მკვეთრი ცვლილებები არ დაფიქსირებულა

გაეროს განცხადებით, აგვისტოში მსოფლიოს მასშტაბით სურსათზე ფასები საგრძნობლად არ შეცვლილა.

რომში გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ივლისში სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდა აღინიშნებოდა, აგვისტოს თვეში ამ მხრივ მკვეთრი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

შეერთებულმა შტატებმა და აღმოსავლეთ ევროპამ შესაძლოა სურსათზე ფასების მატება განაგრძონ, რაც გვალვის შედეგად სიმინდის და სოიოს მოსავლის სიმცირითაა განპირობებული.

აგვისტოს მონაცემებით, საერთაშორისო ფასები ზოგადად არ შეცვლილა, თუმცა, ხორცისა და რძის პროდუქტებზე ფასები მაინც გაიზარდა.
XS
SM
MD
LG