ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანულ ვოლკსვაგენს ჩინეთის ბაზარზე სერიოზული პრობლემები აქვს


გერმანულ ავტომწარმოებელ ვოლკსვაგენს, მის ყველაზე დიდ ბაზარზე, შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას.

საუბარია VW-ს "პასატის" ახალ მოდელზე, რომელსაც უსაფრთხოების პრობლემები აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალ ავტომობილს სიმულაციური შეჯახების დროს მნიშვნელოვანი პრობლემები დაუფიქსირდა. საუბარია მანქანის წინა ნაწილზე მძღოლის მხარეს, რომელიც სუსტია და გამაგრება ესაჭიროება. ვიდეოში ნაჩვენებია, რომ შეჯახების შედეგად ავტომობილის დიდი ნაწილი სრულად განადგურდა.

ტესტი, რომელის ავტომობილმა ვერ ჩააბარა ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 10 წელზე მეტია დანერგილია. ტესტზე მიღებული უარყოფითი შეფასება ვოლკსვაგენის ელექტრომავალების წარმოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

სიმულაციური შეჯახების ტესტის ვიდეო, ინტერნეტში გავრცელდა და მას მსოფლიო მასშტაბით დიდი უარყოფითი გამოხმაურება მოყვა, რის გამოც კომპანიის რეპუტაცია ეჭვქვეშ დგას.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებლის მიერ შექმნილმა მოდელმა თავად ჩინეთში არსებული შეჯახების ტესტი უპრობლემოდ გაიარა და დააკმაყოფილა ჩინეთში არსებული უსაფრთხოების მოთხოვნები, კომპანიამ გადაწყვიტა პრობლემები მოეგვარებინა.

სააგენტო "როიტერი" ორ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ გერმანული ავტომწარმოებელი ავტომობილის წინა ნაწილის გასამაგრებლად ლითონის კომპონენტებს დაამატებს.

სტრუქტურული მოდიფიკაცია კოპმანიას ერთი ავტომობილის შემთხვევაში, დაახლოებით, 62 ამერიკული დოლარი დაუჯდება, საერთო ჯამში კი, გერმანული ავტომწარმოებლს პრობლემების მოსაგვარებლად ათობით მილიონი ამერიკული დოლარის დახარჯვა მოუწევს. ეს კი მაშინ ხდება, როცა გერმანული ავტომწარმოებელი ცდილობს შეამციროს ხარჯები მთელს მსოფლიოში.

ვოლკსვაგენის მიზანია 2025 წლისთვის ელექტროწარმოების კუთხით ლიდერი გახდეს და ამერიკულ ავტომწარმოებელ ტესლას გაასწროს. თუმცა გამოვლენილი უსაფრთხოების ხარვეზების შემდეგ შესაძლოა მის ამბიციურ გეგმას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნას თუნდაც დაფინანსების კუთხით.

როგორ მოხდა, რომ ავტომწარმოებლის მიერ შექმნილმა ახალმა მოდელმა ორი უსაფრთხოების ტესტიდან ერთის ჩაბარება ვერ შეძლო? ამ კითხვაზე პასუხი გერმანულმა ავტომწარმოებელმა თავად გააჟღერა.

"ორ მანქანას შორის შეჯახების ასეთი სცენარი ჩინეთში ნაკლებად სავარაუდოა ვიდრე შტატებში. რადგან ამერიკაში სატვირთო ავტომობილები უფრო მეტია ვიდრე ჩინეთში,"- ამბობენ კომპანიაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG