მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ბოლო და ყველაზე დიდი სამედიცინო წინსვლა არის. ამის შესახებ განცხადებას ამერიკის პრეზიდენტის მალარიის საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს.
მალარია მსოფლიოში ყოველწლიურად 500 ათას ადამიანს კლავს, მათ შორის, 260 ათასი 5-წლამდე ასაკის ბავშვია.
6 ოქტომბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა ვაქცინა სახელწოდებით, RTS,S და აფრიკის კონტინენტზე 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მისი ფართომასშტაბიანი გამოყენების რეკომენდაცია გასცა.
"RTS,S მალარიის ვაქცინა - რომელზეც 30 წელზე მეტია ვმუშაობთ - შეცვლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიას", განაცხადა ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
მიუხედავად იმისა, რომ მალარია შეერთებული შტატებისთვის ენდემური პრობლემა არ არის, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ დაავადების დამარცხებას მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს.
Facebook Forum