ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს სანქციებს უწესებს


ხუთშაბათს, კუბას და ვენესუელას შეერთებულმა შტატებმა მორიგი სანქციები დაუწესა. თეთრი სახლი, სანქციების ახალი რაუნდით დაემუქრა ნიკარაგუასაც. ამერიკას უკვე ჰქონდა სანქციები დაწესებული ნიკარაგუის რამდენიმე მაღალჩინოსანზე, რომელთაც ბრალად ძალადობრივ და კორუფციულ სქემებში მონაწილეობა ედებათ.

ამ სამ ქვეყანას ჯონ ბოლტონი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში "ტირანთა სამეულს" უწოდებს. მაიამიში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ამერიკა "აღარ დაუშვებს "დიქტატორების და დესპოტების მაამემლობას ამერიკის ნაპირებთან, იმავე ნახევარსფეროში".

ბოლტონმა მკაცრად გააკრიტიკა სამივე ქვეყნის ლიდერი: ნიკოლას მადურო ვენესუელაში, რაულ კასტრო კუბაში და დანიელ ორტეგა ნიკარაგუაში. "ეს ტირანები თავს წარმოადგენენ ძლიერ კაცებად, რევოლუციონერებად, ხატებად... სინამდვილეში კი ჯამბაზებივით საცოდავი ფიგურები არიან" - თქვა ჯონ ბოლტონმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG