ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს მასპინძლობს. ორდღიანი ვიზიტი ვაშინგტონში სამშაბათს იწყება. თეთრი სახლის განცხადებით, შეხვედრის მოლოდინები "ძალიან პოზიტიურია".
თეთრი სახლის პრეს მდივანმა სარა ჰაკაბი სანდერსმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეასთან მომავალი მოლაპარაკებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იქნება. ტრამპი და აბე ვაჭრობასთან დაკავშირებულ თემებზეც ისაუბრებენ.
ტრამპი იაპონიის პრემიერ-მინისტრს აზიის ქვეყნების ლიდერებს შორის, ყველაზე ხშირად ესაუბრება.
"ცხადია, პრეზიდენტს მასთან აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა" - ამბობს სანდერსი და განმარტავს, რომ ტრამპსა და აბეს საერთო ინტერესები აქვთ, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით, რომელსაც ბალისტიკური და ბირთვული რაკეტების პროგრამები აქვს საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.
Facebook Forum