ავღანეთში ამერიკული ჯარის მთავარსარდალი, გენერალი სტენლი მაკკრისტალი თეთრ სახლში დღეს დაიბარეს. პრეზიდნეტ ობამასთან შეხვედრის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მისმა გუნდის წევრებმა ჟურნალ როლინგს სთოუნშუ პრეზინდეტის ადმინისტრაცია გააკრიტიკეს.
თავისმხრივ, სტენლი მაკკრისტალი ბარაკ ობამამაც გააკრიტიკა და მის განცხადებას “ცუდი გადაწყვეტილება” უწოდა, თუმცა დაითხოვს თუ არა პრეზიდნენტი მას დაკავებული თანამდებობიდან დღეს გაირკვევა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, გენერალი მზად არის თანამდებობის დასატოვებლად. ვაშინგტონში გამომგზავრებამდე მან აღნიშნა , რომ ჟურნალ როლინგ სთოუნში გამოქვეყნებული სტატია შეცდომა იყო, რომელიც არასოდეს უდნა მომხდარიყო.