ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როდის ერთვება FBI გამოძიებებში ამერიკის ფარგლებს გარეთ?


რა დროს და როგორ ერთვება გამოძიების ფედერალური ბიურო გამოძიებებში ამერიკის ფარგლებს გარეთ? გამოძების ჩატარების შემთხვევაში რამდენად რჩება ბიურო ჩართული სასამართლო პროცესში და რა ხდება მაშინ, როცა მასპინძელ ქვეყანაში სასამართლო პროცესი შეგნებულად ხარვეზებით მიმდინარეობს? გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი მაღალჩნოსანი და აგენტი, რომელმაც ბიუროს პირველი საქმე გამოიძია ამერიკის საზღვრებს გარეთ, ამბობს, რომ პირველ რიგში ქვეყანა და საქმე გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთ-ერთი ცნობილი ყოფილი გამომძიებელი ტომ ლოკი ამბობს, რომ „ამერიკასთან რაღაც კავშირი უნდა არსებობდეს. მაგალითად, როცა თბილისში ამერიკის პრეზიდენტის ხელყუმბარით აფეთქების მცდელობა იყო, ასეთ შემთხვევაში ბიურო აუცილებლად დაიწყებს გამოძიებას. გასამართლებას რაც შეეხება, თუ შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ მასპინძელი ქვეყნის პროკურატურა სათანადოდ აწარმოებს საქმეს, გამოძიების ფედერალური ბიურო საქმის ამერიკაში გასამართლებას არ მოითხოვს, რადგან გასამართლებისთვის ადამიანი ამერიკაში ფიზიკურად უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე, რაც მეორეს მხრივ, ექსტრადიციას და სხვა რთულ პროცედურებს უკავშირდება.“

კითხვაზე, თუ რა ხდება მაშინ, როცა ბიურო ქვეყნის თხოვნით გამოძიებაში ჩაერთო და ადგილობრივი სამართალდამცავი სისტემა ბიუროსთვის მისაღები სტანდარტებით არ ან ვერ აგრძელებს საქმეზე მუშაობას, ლოკი ამბობს, რომ „თუ გამოძიება დამთავრდა და არ გამოიკვეთა მისი წარმატებით დასრულების გზები, ამ შემთხვევაში ბიურო დასახმარებლად ბევრს ვერაფერს გააკეთებს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ FBI საქმეში ჩართულია, მაგრამ [ადგილობრივ სამართალდამცავ სისტემაში] გამოძიების ობიექტურობა დაირღვა, ბიურო კომენტარს გააკეთებს და ეს კომენტარი ოფიციალური წყაროებით გამოქვეყნდება. FBI იტყვის, რომ ადგილობრივი გამოძიების კონკრეტული დეტალები არ შეესაბამება იმ ინფორმაციას, რაც ბიუროს გამოძიების შედეგად დადგინდა. ანუ, იქნება ოფიციალური განცხადება და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს საკითხი შეიძლება სახელმწიფო დეპარტამენტს და თეთრს სახლს გადაეგზავნოს კონკრეტული კომენტარით, რომ გამოძიების ობიექტურობა აღნიშნული ქვეყნის მთავრობის მოქმედებების გამო დაირღვა.

დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, FBI ქვეყანას ანგარიშვალდებულებას აკისრებს, რომ საქმის სასამართლო პროცესი ობიექტური იქნება. ბიუროს საქმიანობის ამ და სხვა დეტალებზე მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ყოფილ გამომძიებელ ტომ ლოკთან სრული ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ შაბათს, 5:30-ზე „ამერიკის ხმის“ ყოველკვირეულ გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG