ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება


საქართველოში ამერიკის საელჩო, საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება.

"ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, საელჩო საკანონმდებლო ორგანოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს და წუხილს გამოთქვამს, რომ ზოგიერთმა პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

"ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში]," - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში."

საკონსტიტუციო ცვლილებეების მიღებას უკვე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG