ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიტყვის თავისუფლება, უსაფრთხოების სააგენტო და მაისურები


მაისურების დიზაინერი ამბობს, რომ სწორედ ეს ორი სამსახური არღვევს ყველაზე მეტად სიტყვის თავისუფლების და აზრის გამოხატვის უფლებას, რომელსაც დემოკრატიული საზოგადოება ემყარება. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ რედლი ამ დავის შესახებ მოგვითხრობს. საქმეს სასამართლო განიხილავს.

ერთ-ერთ მაისურზე ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მოხსენიებულია ხელსუფლების ისეთ ორგანოდ, რომლის საქმიანობა მხოლოდ მოსმენაა. ეს ხუმრობა ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ნაწილობრივ მართლა ეხება, თუმცა სააგენტოს მოღვაწეობის ოპონენტები ამბობენ, რომ პირიქით, ეს მათ საქმიანობასთან პირდაპირ კავშირშია, რადგან საკომუნიკაციო სისტემებს მსოფლიო მასშტაბით აკონტროლებენ.

მაისურებზე როდესაც ასეთ წარწერებს ხედავენ ამერიკელები, მათ ხმამაღლა ეცინებათ.

მაისურის კიდევ ერთ სახეობაზე გაშარჟებულია შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტი (DHS), რომ თითქოს ეს უწყება საშინაო სისულელეების ( ინგლისურად სისულელე-"stupidity", და აქედან DHS) დეპარტამენტია.

როგორც ამ მაისურების დიზაინერი დან მაკოლი ამბობს, სააგენტოების ოფიციალურმა პირებმა მას მკაცრი წერილებით მიმართეს და მაისურების დამზადების შეწყვეტას მოითხოვდნენ. ის ამბობს, რომ წერილში მოყვანილია ციტატები იმ ფედერალური კანონებიდან, სადაც ოფიციალური ლოგოტიპების არასანქცირებული გამოყენება იკრძალება.

მაკოლი ამბობს, რომ ასეთი დამოკიდებულება ამერიკის კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

მისი განცხადებით, ოფიციალური პირები კანონის მხოლოდ ერთ მომენტზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ ამავდროულად იმასაც აღიარებენ, რომ ეს არის კრიტიკა, ამ შემთხვევაში ხელისუფლების პაროდია, რაც დაშვებულია და კრიმინალს არ წარმოადგენს.

საინფორმაციო-პროპაგანდული აქტივისტების საზოგადო ადვოკატი მაისურების დიზაინს იცავს. ენტონ პოლი ლივაი ამბობს, რომ ამ მაისურებზე დაბეჭდილი ფრაზები სატირაა, და იმ დებატების ნაწილია, რომელიც ხელისუფლების როლს და მმართველობას ეხება.
მისი თქმით, ნათელია, რომ ის მესიჯები, რომლებიც დიზაინერის მიერ მზადდება და მაისურებზე იბეჭდება, პოლიტიკურ გამოსვლებთან კავშირში არ არის.

ვილიამ და მერის კოლეჯის სამართლის სკოლის პროფესორი ტიმ ზიკი ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტური მონაპოვარია. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან სკაიპის მეშვეობით ისაუბრა.

მისი თქმით, არსებობს, კონსტიტუციის პირველი შესწორება, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ის ხელისუფლების კრიტიკისგან დამცავი დებულება იყო. არსებობს აზრი, რომ ხალხს ურჩევნია რომ არ იყვნენ სამთავრობო გავლენის ქვეშ და ჰქონდეთ შესაძლებლობა თავად განიხილონ საკითხები, რომელიც მათ ეხებათ-თქვა პროფესორმა.

კრიტიკის ობიექტი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურიც გახდა.
პროფესორ ზიკის თქმით, ყველა ამერიკელი პრეზიდენტი გამხდარა დაცინვის მიზეზი.

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს და შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ოფიციალური პირები ამ თემის გარშემო კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებენ.

მაისურების თემაზე დავას ფედერალური სასამართლო გადაწყვეტს.
XS
SM
MD
LG