ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელა ახალ პრეზიდენტს ირჩევს


უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ ვენესუელაში საგანგებო საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული

მწვავე წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა. კვირას ვენესუელა უგო ჩავესის შემცვლელს ირჩევს. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას მადუროს რეიტინგმა, რომელიც აქამდე საკმაო წარმატებით სარგებლობდა, არჩევნების წინ შესამჩნევად იკლო.

ოპოზიციის კანდიდატი, ენრიკე კაპრილესი მადუროს და ჩავესის მთავრობას ვენესუელას ეკონომიკურ წარუმატებლობაში, საკვების მწვავე დეფიციტში და დამნაშავეობის მაღალ მაჩვენებლებში ადანაშაულებს. მადუროს წინასაარჩევნო სტრატეგია არ შეცვლილა, მხარდამჭერებს ის ჩავესის რევოლუციური კურსის გაგრძელებას პირდება.

სოციალისტი უგო ჩავესი გასულ თვეში ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა. ის იყო პირველი არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 1998 წლის შემდეგ ერთპიროვნულად მართავდა. ოპოზიცია მას დიქტატურის დამკვიდრებაში დებდა ბრალს, თუმცა ჩავესი ვენესუელის ღარიბი ფენაში პოპულარობით სიცოცხლის ბოლომდე სარგებლობდა.
XS
SM
MD
LG