ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უგო ჩავესის ისტორიული როლი


უგო ჩავესის მემკვიდრე ნიკოლას მადურო დიდი უპირატესობით უსწრებს თავის მეტოქეს ენრიკე კაპრილასს


უგო ჩავესის თანამებრძოლი, ვენესუელის პრეზიდენტობის კანდიდატი ნიკოლას მადურო წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავის თავს ჩავესის მემკვიდრედ წარმოაჩენს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ვენესუელის ეროვნულ პანთეონის შესასვლელში პრეზიდენტ ჩავესის აკლდამის წინ სამუდამო ცეცხლი ანთია. აქ ყოველდღე ასობით ადამიანი მოდის სახალხო ლიდერისთვის პატივის მისაგებად. მილაგროს როდრიგესი უგო ჩავესის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა რიცხვში შედის. მისი თქმით:“ ჩავესი ჩემს გულშია, ის ჩემი სიცოცხლეა. ჩემს თავს მასთან ვაიგივებ და ის მარადჟამს ჩვენთან იქნება. ჩავესი ძვირფასია ყველასთვის ვინც ვენესუელის თავისუფლებისთვის და რეალური სოცილიზმისთვის იბრძვის.“
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ყველგან ჩავესის სურათებია გამოფენილი. მისი სახე თითქმის ყველა სახლის კედელზეა დახატული. წინასაარჩევნო პლაკატებზეც უგო ჩავესია და კარაკასის ღარიბულ უბანშიც მისი ხსოვნის მემორიალია გახსნილი.
ამჟამად მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში მისი პოპულარობა მთავარ როლს თამაშობს. ვენესუელის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მუდმივად ჩავესის ხსენებაშია და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთხელ ისიც განაცხადა, რომ ჩავესის სული მას პატარა ჩიტის სახით მოევლინა.
ჩავესის მხარდამჭერებისთვის ეს საპრეზიდენტო კამპანია ნიკოლას მადუროსა და ენრიკე კაპრილესის მეტოქეობით კი არ არის გამორჩეუილი, არამედ უგო ჩავესის ისტორიული როლის აღიარებით.
როგორც კოლეჯის სტუდენტი ვილმაირა ფლორესი ამბობს:“ ჩავესი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. ის მთელი მოძრაობის სულისჩამდგმელი იყო. ჩვენ ვიცით რა გამოიარეს ჩვენმა მშობლებმა და ჩვენი ვალია დავიცვათ ჩვენი მონაპოვარი.“
როგორც კარაკასის კათოლიკური სკოლის პროფესორი გაბრიელ რეიუსი ამბობს, მადუროს შტაბმა სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო და წინასაარჩევნო კამპანია ჩავესის სულის უკვდავებაზე ააგო:“ მათი გეგმის მიხედვით არჩევნები ირაციონალური მოტივით უნდა წარიმართოს, რადგან რეალობის გათვალისწინებით მათ წარმატების ნაკლები შანსი ექნებათ.“
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, უგო ჩავესის მემკვიდრე ნიკოლას მადურო დიდი უპირატესობით უსწრებს თავის მეტოქეს ენრიკე კაპრილასს.
XS
SM
MD
LG