ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელას ახალი პრეზიდენტი ეყოლება


ჯერჯერობით ორი მთავარი კანდიდატია: პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მადურო და ოპოზიციის ლიდერი კაპრილესი

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. ოპოზიციის ლიდერმა, ენრიკე კაპრილესმა, ოფიციალურად განაცხადა, რომ ის 14 აპრილს დანიშნულ არჩევნებზე პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას მადუროს მთავარი ოპონენტი იქნება.

უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, პარასკევს, ვიცე-პრეზიდენტ მადუროს ინაუგურაციის ცერემონიალს ოპოზიციის ლიდერმა „საკონსტიტუციო თაღლითობა“ უწოდა. მადურომ ვენესუელის მოსახლეობას ყოფილი ლიდერის, უგო ჩავესის კურსის გარძელება აღუთქვა. ენრიკე კაპრილესმა გასული წლის ოქტომბერში არჩევნები უგო ჩავესთან წააგო.
XS
SM
MD
LG