რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ბირთვული რაკეტების აშენებას დაიწყებს იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები მნიშვნელოვან ბირთვულ ხელშეკრულებას დატოვებს. საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღს შეთანხმებას (იგივე INF) საბჭოთა კავშირმა და ამერიკამ ცივი ომის დროს, 1987 წელს მოაწერეს ხელი ევროპაში ბირთვული საფრთხის შემცირების მიზნით.
საჭირო ცვლილებების განხორციელების ტვირთი რუსეთს აწევს. ამ ხელშეკრულების გადარჩენა მხოლოდ მათ შეუძლიათ.მაიკ პომპეო
პუტინის განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებას მოჰყვა. პომპეომ რუსეთს 60 დღე მისცა იმისთვის, რომ კრემლმა INF-ის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება განაახლოს.
“საჭირო ცვლილებების განხორციელების ტვირთი რუსეთს აწევს. ამ ხელშეკრულების გადარჩენა მხოლოდ მათ შეუძლიათ,” თქვა პომპეომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში. შეერთებული შტატები რუსეთს INF-ის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. ამ ბრალდებაში პომპეოს სამშაბათს ნატოს ყველა წევრი ერთხმად შეუერთდა და ერთობლივი განცხადებით რუსეთს ხელშეკრულების დარღვევების გამოსწორებისკენ მოუწოდა.
რუსეთი ბრალდებას უარყოფს. პუტინის თქმით, თუ ამერიკა შეთანხმებიდან გამოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა “გადაწყვიტა, რომ სურს ჰქონდეს ეს იარაღი” და მოსკოვიც “იგივეს გააკეთებს.”
ეს ასე არ არის. ჩვენ ამ ხელშეკრულების განადგურებას ვეწინააღმდეგებით. რას გავაკეთებთ ჩვენი მხრიდან? ეს ძალიან მარტივია: ჩვენს იგივეს გავაკეთებთ.ვლადიმირ პუტინი
პუტინის აცხადებს, რომ “ისინი [ამერიკელები] ვიღაცას ეძებენ, რომ ბრალი დასდონ ამ ცუდი ნაბიჯის გადადგმაში. ჩვენი მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის სამხილი აქამდე წარმოდგენილი არ არის.” პუტინმა თქვა, რომ ამერიკისთვის “ყველაზე მარტივი რუსეთის დადანაშაულებაა” და დასძინა, რომ “ ეს ასე არ არის. ჩვენ ამ ხელშეკრულების განადგურებას ვეწინააღმდეგებით. რას გავაკეთებთ ჩვენი მხრიდან? ეს ძალიან მარტივია: ჩვენს იგივეს გავაკეთებთ.”
ექსპერტების თქმით, სამხილის წარმოდგენა, რომელზეც პუტინი საუბრობს,მარტივი საქმე არ არის. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ცივი ომის დროს INF-ის მოლაპარაკებაში ჩართულმა ყოფილმა ოფიციალურმა პირმა ფრენკ მილერმა თქვა, რომ “რუსეთი გვთხოვს ვუთხრათ მათ თუ რა მეთოდებით მივიღეთ ეს ინფორმაცია. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებთ, რადგან ამით მათ საშუალებას მივცემთ უკეთ დამალონ ეს სისტემები.”
ამერიკა აცხადებს, რომ რუსეთმა ხელშეკრულების დარღვევა 2012 წელს დაიწყო, როცა ევროპაში ფარული პროგრამით SSC-8 ტიპის ფრთოსანი რაკეტების განთავსება დაიწყო. INF-ის ხელშეკრულებით ევროპაში მსგავსი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების განთავსება აკრძალულია მათი რადიუსის გამო. INF-ი ევროპის კონტინენტზე 500-დან 5 500 კილომეტრამდე რადიუსის მქონე რაკეტების განლაგებას კრძალავს.
ამ დარღვევას ნატოც ადასტურებს. ეს ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში გამოჩნდა, სადაც მათ თქვეს, რომ რუსეთმა “შეიმუშავა და განალაგა სარაკეტო სისტემა 9M729 [იგივე SSC-8], რაც INF-ის ხელშეკრულების დარღვევაა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის დიდ რისკს წარმოადგენს.” მინისტრებმა რუსეთს სთხოვეს “დაუყოვნებლივ” განაახლოს ხელშეკრულების სრული და შემოწმებადი დაცვა, რაც ხელშეკრულების გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.
ეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაა და სხვა არაფერი. ეს არ არის საიერიშო რაკეტები. რუსეთის მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ როგორღაც ამ ქვეყნებში „ტომაჰაკის“ რაკეტებს შევაპარებთ და მათ რაკეტის გამშვებებზე დავაყენებთ. ეს სასაცილოა.ფრენკ მილერი
რუსეთის მთავრობა ამბობს, რომ ხელშეკრულებას არა რუსეთი, არამედ ამერიკა არღვევს და ამის მაგალითად პოლონეთსა და რუმინეთში განლაგებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა მოჰყავს.
მილერის თქმით, ეს არგუმენტი საფუძველსაა მოკლებული, რადგან “ეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაა და სხვა არაფერი. ეს არ არის საიერიშო რაკეტები. რუსეთის მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ როგორღაც ამ ქვეყნებში „ტომაჰაკის“ რაკეტებს შევაპარებთ და მათ რაკეტის გამშვებებზე დავაყენებთ. ეს სასაცილოა.”
2012 წელს რუსეთმა კვლევისა და განვითარების პროგრამა დაიწყო. ორი წლის შემდეგ პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რაკეტების ტესტირებაზე გადავიდა და კიდევ ორ წელში რაკეტების ფართო წარმოება და საველე დისლოცირება განახორციელა. როგორც ობამას, ასევე ტრამპის ადმინისტრაციამ კრემლთან დიპლომატიური მეთოდებით სცადა იმის კომუნიკაცია, რომ რუსეთი INF-ის ხელშეკრულებას არღვევდა და ეს პროცესი უნდა შეეჩერებინა. რუსეთის მხრიდან ამ მოთხოვნაზე საპასუხო რეაგირება არ ყოფილა.
თეთრი სახლის მიერ ხელშეკრულების დატოვების გადაწყვეტილება, ტრამპის ადმინისრაციის თქმით, სწორედ იმას უკავშირდება, რომ დიპლომატიური მეთოდებით რუსეთის დაყოლიება არ მოხერხდა.
Facebook Forum