რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა საშუალო რადიუსის ბირთვული ბალისტიკური რაკეტების აშენებას დაიწყებს იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები მნიშვნელოვან ბირთვულ ხელშეკრულებას დატოვებს.
პუტინის თქმით, თუ ამერიკა საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის შეთანხმებიდან გამოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონმა “გადაწყვიტა, რომ სურს ჰქონდეს ეს იარაღი,” და მოსკოვიც “იგივეს გააკეთებს.”
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბირუსელში სამშაბათს ნატოს მინისტერიალზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ბირთვული შეთანხმებიდან (INF) გამოსვლას 60 დღეში დაიწყებს თუ ამ პერიოდში რუსეთმა ხელშეკრულების პირობების დაცვა არ განაახლა.
პომპეომ თქვა, რომ რუსეთმა სახმელეთო ფრთოსანი “SSC-8 ტიპის რაკეტების რამდენიმე ბატალიონის” დისლოცირება მოახდინა, რომლებსაც ბირთვული ქობინების გასროლა შეუძლია. INF-ის ხელშეკრულება ამ სახის იარაღის შემუშავებას კრძალავს. რუსეთი ბრალდებას უარყოფს.
“შეერთებული შტატებისთვის არანაირი აზრი აღარ რჩება დარჩეს ხელშეკრულებაში, რომელიც გვიზღუდავს რუსეთის მიერ მის დარღვევებზე რეაგირების შესაძლებლობას. რუსეთმა ევროპაში ბირთვული რისკის შემცირების ტრაექტორია შეატრიალა,” თქვა პომპეომ.
Facebook Forum