შაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კენიაში ჩავა და მოუწოდებს სომალის ლიდერებს, გეგმის მიხედვით ძალაუფლება ახალ მთავრობას გადააბარონ.
კლინტონი ასევე შეხვდება სომალის დროებითი ფედერალური მთავრობის პრეზიდენტს შეიხ შარიფ შეიხ ახმედს. დროებითი მართველობა სომალიში 20 აგვისტოს დასრულდება, როდესაც გაეროს მანდატს ვადა ამოეწურება.
სომალის ლიდერებს ევალებათ მომავალი პარლამენტის წევრები და ახალი პრეზიდენტი აირჩიონ. კლინტონის 11 დღიანი აფრიკის ტურნე ექვს ქვეყანაში ვიზიტს ითვალისწინებს. შემდეგი ქვეყნები, რომლებშიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გაემგზავრება კენია, მალავი და სამხრეთ აფრიკაა.
კლინტონის 11 დღიანი აფრიკის ტურნე ექვს ქვეყანაში ვიზიტს ითვალისწინებს