შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპირო ექსტრემალური ამინდის გამო ისევ დაზარალდა. ჭექაქუხილით, ქარიშხლების და წვიმის ნიაღვრების თანხლებით, ქალაქ ნიუ იორკს ზედიზედ ორმა ქარბორბალამ გადაუარა.
ნიუ იორკისთვის უჩვეულო ქარბორბალები ქვინსში და ბრუკლინში ტრიალებდნენ. დაზიანდა შენობები, გზები, ამოყირავდა ქუჩაში დაყენებული მანქანები და გამოირთო შუქნიშნები. ამერიკის ღია ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ჩოგბურთელ ქალთა ფინალები გადადეს. ნიუ იორკში ადამიანთა დაშავების შესახებ ცნობები, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. თუმცა, იმავე შტორმის გამო, რომელმაც ნიუ ინგლანდიდან ჩრდილოეთ კაროლინამდე მიაღწია, 4 ადამიანი დაიღუპა.