ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი მზადაა ჩინეთთან ითანამშრომლოს


ტომ დონილონმა დღეს განაცხადა, რომ მხარეებმა „არა-ტრადიციული“ სამხედრო საქმიანობა უნდა გაააქტიურონ

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, მიუხედავად ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ჩინეთი კიბერ თავდასხმებს აწარმოებდა ამერიკის თავდაცვის სისტემებზე, რაც ბუნებრივია ორი ქვეყანის ურთიერთობებში დაძაბულობას ქმნის.

თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტომ დონილონმა დღეს განაცხადა, რომ მხარეებმა „არა-ტრადიციული“ სამხედრო საქმიანობა უნდა გაააქტიურონ, მათ შორის კი სამშვიდობო ძალების განლაგება, და მეკობრეობასთან თუ სტიქიის შედეგებთან ბრძოლა.”

დონილონმა აღნიშნული განცხადება პეკინში, ჩინეთის მაღალი რანგის გენერალთან ერთად გააკეთა.
XS
SM
MD
LG