ამერიკელი კანონმდებლები ირანის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციების დაწესებას განიხილავენ. ამის მიზანი ირანის ნავთობშემოსავლების შეზღუდვა და ამის მეშვეობით ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმაა. გუშინ, ამ საკითხზე კომპრომისს უკვე მიაღწიეს წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა. სანქციების სამიზე ირანის ენერგო და დამზიდავი სექტორი იქნება. კანონპროექტის მიხედვით ჯარიმა დაეკისრება ყველას, ვინც ირანის ნავთობსამრეწველო და ბუნებრივი აირის სექტორთან ითანამშრომლებს. ასევე სანქციები დაუწესდებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ირანის ნავთობმოპოვებას და გადაზიდვებს დააზღვევენ. ამერიკელი კანონმდებლები იმედს გამოთქვამენ, რომ კანონპროექტს ამ კვირაში დაამტკიცებენ.
კონგრესი კანონპროექტს ამ კვირაში დაამტკიცებს
პოპულარული
1