შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რიცხვი სამშაბათს 50,000-ს გადაცდა. ეს უკანასკნელი სამი თვის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირების მზარდი რაოდენობა ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს გამოწვევის წინაშე აყენებს.
ბოლო ერთ დღეში, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 5 936 შემთხვევა ტეხასში დაფიქსირდა, შემდეგ ილინოისის შტატია და მას კალიფორნია მოსდევს. თუმცა ერთ სულ მოსახლეზე, კალიფორნიასთან შედარებით, შუა დასავლეთი ლიდერობს.
ეროვნულ დონეზე ოქტომბრის დასაწყისიდან ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 64 პროცენტით გაიზარდა.
კოვიდ-19-ის კვალდაკვალ ამერიკელები არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ქვეყანაში ვირუსის 9.4 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.
პარასკევს შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო ანტირეკორდი მოხსნა, როცა ინფიცირების 100 000 შემთხვევა დაფიქსირდა ერთ დღეში.
საავადმყოფოები უისკონსინსა და ტეხასში ცდილობენ, დამატებითი საწოლების მოძიებას. ტეხასის ქალაქ ელ-პასოში საგამოფენო სივრცე საავადმყოფოდ გადააკეთეს.
ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ მსგავსი მატების მიზეზია კერძო შეკრებები დახურულ სივრცეში. ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, ბევრი ადამიანი ატარებს დროს დახურულ სივრცეში.
Facebook Forum