ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფოქს-ნიუსი": რესპუბლიკელთა ეროვნულმა კომიტეტმა შტაბს ადგილი შეუცვალა


არჩევნების ღამეს, რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა, ვაშინგტონში მდებარე სამთავრობო შენობიდან შტაბი დაუდგენელ ადგილზე გადაიტანა. მიზეზი უსაფრთხოების საკითხებია. ამის შესახებ, „ფოქს-ნიუსს“ რესპუბლიკური პარტიის ოფციალურმა პირმა განუცხადა.

აშშ-ის დედაქალაქს, არჩევნების პარალელურად, პოტენციურ საპროტესტო აქციასთან, და არ არის გამორიცხული, სამოქალაქო არეულობასთანაც მოუწიოს გამკლავება. თეთრის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავებისა და საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლობის რაოდენობა გაზრდილია. თეთრი სახლის ტერიტორიაზე მეტალის ღობეა შემოვლებული.

ბიზნესთა დიდმა ნაწილმა, პოტენციური არეულობისთვის თადარიგი უკვე დაიჭირა. პრევენციისთვის, ვაშინგტონის ცენტრში და ასევე ნიუ-იორკშიც, მათი შემინული ფასადები, ფიცრებით არის დაფარული.

საარჩევნო დღის დასაწყისში, პრეზიდენტ ტრამპის კამპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს ეგრეთ წოდებულ „ომის ოთახიდან“ დააკვირდებიან. ის „ეიზენჰაუერის აღმასრულებელი ოფისის“ შენობაში მდებარეობს. ეს არის გადასახადების გადამხდელების მიერ უზრუნველყოფილი სამთავრობო შენობა, რომელიც თეთრი სახლის მომიჯნავედ მდებაორეობს.

პრეზიდენტის კამპანიის კომუნიკაციების დირექტორი აცხადებს, რომ არჩევნების ღამეს, „ომის ოთახის“ დაკავება, სრულად დაფინანსდა კამპანიის მხრიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG