ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდას გმობს


ამერიკის შეერთებული შტატები ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის ფაქტს გმობს.

ამერიკის ელჩი გაეროში ნიკი ჰალი ამბობს, რომ ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა შტატებისთვის კატეგორიულად მიუღებელია და ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აპირებს თვალი დახუჭოს ამგვარ ქმედებებზე.

ეს განცხადება ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა ვაშინგტონის მოთხოვნით გაიმართა.

ოფიციალური ირანი არ უარყოფს, რომ 29 იანვარს ბალისტიკური რაკეტები გამოცდა ნამდვილად მოხდა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმება არ დაურღვევიათ.

ეს შეთანხმება პრეზიდენტმა ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიისას რამდენჯერმე დაგმო და ახალი ადმინისტრაციის წარმოამდგენლები მისი გადახედვის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ.

XS
SM
MD
LG