ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქონების „ლიკვიდაცია“: აშშ, რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებაზე მუშაობს


შეერთებული შტატები რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას გეგმავს. ამერიკის იუსტიციის და ხაზინის დეპარტამენტი ერთობლივად მუშაობენ გაყინული აქტივების რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმევის ლეგალურ გზებზე, ამბობს ენდრიუ ადამსი, რომელიც „კლეპტოქეფჩერის“ სამუშაო ჯგუფის დამფუძნებელია.

საანგენტო „ასოშეითედ პრესთან საუბრის დროს ამბობს, რომ ეს გააჩენს დამატებით შესაძლებლობას ზიანი მიადგეს, „რუსეთის ომის მანქანას“ რათა შეჩერდეს უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომი.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს შუამავალი რგოლია, რომლის დახმარებითაც რუსი ოლიგარქები ცდილობენ სანქციებს გვერდი აუარონ და აქტივების მართვა მოახერხონ, თუმცა ეს ქსელი ამერიკელი სამართალდამცავების მიერ კონტროლდება.

თაობათა არჩევანი - "არა რუსულ კანონს"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:45 0:00

„ვფიქრობ, შესაძლოა ეფექტური იყოს ფასილიტატორების სანქციების დაწესება,“- ამბობს ენდრიუ ადამსი. კვლევები აჩვენებს, რომ შუამავალ რგოლზე სანქციების დაწესებამ შესაძლოა რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე თავად ოლიგარქების დასანქცირებაა.

მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისათვის რუსი ოლიგარქების 58 მილიარდ დოლარიანი ქონებაა დაყადაღებული, მათ შორის ორი ძვირადღირებული იახტაა, თითო 300 მილიონი დოლარის ღირებულების.

XS
SM
MD
LG