შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოელის, რომ ანკარაში ხუთშაბათს “წარმატებული შეხვედრა” შედგება. ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ანკარაში გაემგზავრნენ, რათა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში თურქეთის შეტევა შეაჩერონ. იმავდროულად, ტრამპი აგრძელებს იმის უარყოფას, რომ სასაზღვრო ზოლიდან ქურთების განსადევნ ოპერაციაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.
ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტრამპმა თქვა: “თუ ისინი ამას არ იზამენ, სანქციები, ტარიფები და სხვა რამ, რასაც ვაკეთებთ, რასაც გავაკეთებთ და ვუკეთებთ თურქეთს - თურქეთის ეკონომიკას დაანგრევს.”
ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია საუკეთესო პოზიციაშია იმსთვის, რომ შეასრულოს შუამავლის როლი თურქეთსა და ქურთებს შორის, რომლებსაც შეერთებული შტატები, სირიაში ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” დასამარცხებელ კამპანიაში ეყრდნობოდა.
ამ დროს, სირიის მოკავშირე რუსეთმა, სირიასა და თურქეთს შორის საუკეთესო მომრიგებლის როლი მას შემდეგ მოირგო, რაც ქურთებმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ძალებთან პარტნიორობა დაიწყეს, რათა თურქეთის ძალების მხრიდან მათი განადგურება თავიდან აეცილებინათ.
ორშაბათს ტრამპმა თქვა, რომ თურქეთისთვის “მწვანე შუქი არ აუნთია”. მან ასევე თქვა, რომ თურქეთის შეტევა მისთვის “სიურპრიზი არ ყოფილა”. თურქეთის ქმედებამ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ძალთა ბალანსი უეცრად შეცვალა და შეერთებული შტატების ძალების მიერ რეგიონის დატოვებით შექმნილმა ვაკუუმმა რუსეთს, თურქეთს და ირანს ამ ვაკუუმის შევსებისკენ უბიძგა.
Facebook Forum