ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთთან გასამკლავებლად, ქურთებმა სირიასთან და რუსეთთან მოილაპარაკეს


სირიელ ქურთებთან მოლაპარაკების შემდეგ, სირიის სამხედრო ძალები შევიდნენ თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ თალ-თამრში. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სანას" ინფორმაციით, მათი მიზანი "თურქეთის სამხედრო აგრესიის" შეჩერებაა. ქალაქი 20 კილომეტრითაა დაშორებული თურქეთის საზღვარს. სირიული მედიის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა მიესალმება სირიული შენაერთების შესვლას მათ ტერიტორიაზე.

არაორდინალური შეთანხმება სირიის ქურთების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე თურქეთის ძალების შეჭრიდან 4 დღის შემდეგ მოხდა. მასში ქურთების და სირიელების გარდა, რუსეთიც მონაწილეობდა.

"იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ და დავბლოკოთ ეს იერიში, შედგა შეთანხმება სირიის მთავრობასთან, ვისი მოვალეობაცაა, რომ დაიცვას სირიის საზღვრები და სუვერენიტეტი"- ნათქვამია ქურთების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თურქეთი გამუდმებით აცხადებს, რომ სირიელი ქურთები ტერორისტები არიან, რომლებიც თურქეთში მყოფ სეპარატისტებთან არიან შეკრულები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG