დღეს გერმანიის კანცლერი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი თეთრ სახლში ხვდებიან.
ანგელა მერკელის და დონალდ ტრამპის შეხვედრა, თავდაპირველად ამ კვირის დასაწყისისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ შეხვედრის თარიღი, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოსული თოვლის გამო შეცვალეს.
ნოემბრის არჩევნებში ტრამპის მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ, ეს ორი ლიდერის პირველი, პირისპირ შეხვედრა იქნება.
არჩევნებამდე ტრამპმა თქვა, რომ მერკელის მიერ ლტოლვილების მიღება „კატასტროფული შეცდომა“ იყო და მერკელს „გერმანიის განადგურებაში“ დასდო ბრალი.
მერკელი, რომელსაც ევროპაში მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, ამერიკული სასამართლოების მიერ დაბლოკილ, ლტოლვილების და იმიგრანტების ქვეყანაში შეშვების ტრამპისეულ აკრძალვას აკრიტიკებდა.
პოლიტიკური ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ტრამპი მერკელისგან, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობისთვის საჭირო რჩევებს მოისმენს.