ჯეიმს რობარტმა, შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ ვაშინგტონის შტატში, რომელმაც იმიგრაციის შეზღუდვის შესახებ დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული საპრეზიდენტო განკარგულება დროებით შეაჩერა, ორშაბათს განაცხადა, რომ საქმის წარმოება წინ მიიწევს. მას სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე საქმის შეჩერება, იუსტიციის დეპარტამენტმა გუშინ მოსთხოვა. იმიგრაციის შეზღუდვის განკარგულება ასევე შეაჩერა ვირჯინიის შტატის მეორე ფედერალურმა მოსამართლემ, ლეონი ბრინკემამ.
თეთრი სახლის ადმინისტრაცია ძირითადად მუსლიმებით დასახლებული 7 ქვეყნიდან იმიგრანტების შემოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილებას იცავს და აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მსგავსი განკარგულების გამოცემის უფლება კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ტრამპის ოფისი ასევე უარყოფს, რომ ეს არის რელიგიური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილება.