ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპრეზიდენტო განკარგულება სააპელაციო სასამართლოში გადავიდა


შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ იმიგრაციის შეზღუდვის თაობაზე გამოცემული განკარგულების განხილვამ ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. იუსტიციის დეპარტამენტი ასაჩივრებს ვაშინგტონის და მინესოტის შტატის ფედერალური სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელთა საფუძველზეც საპრეზიდენტო განკარგულების შეჩერება მოხდა.

ტრამპის მიერ ოფისის დაკავების შემდეგ, ყველაზე დიდი ხმაური სწორედ ამ განკარგულებას მოჰყვა, რომელიც ძირითადად მუსლიმებით დასახლებული 7 ქვეყნიდან იმიგრაციის დროებით შეზღუდვას ითვალისწინებდა. ვაშინგტონის და მინესოტის ფედერალური სასამართლოების გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ის შეჩერებულ იქნა, სასამართლოში 15 შტატის გენერალური პროკურორები, ამერიკის სამოქალაქო უფლებების კავშირი და 100 ორგანიზაციისგან შემდგარი ჯგუფი უჭერს მხარს.

XS
SM
MD
LG