ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 6 000 000-ს აღწევს


კორონავირუსით გარდაცვალების 183 000 და ინფიცირების 6 მილიონამდე შემთხვევა - ეს არის აშშ-ის პოანდემიური მონაცემები ამ დროისთის. გარდაცვალების მაჩვენებლით, ქვეყანა მსოფლიოში კვლავ ლიდერია.

ოთხი შტატი, ბოლო პერიოდში, რეკორდულ დღიურ შემთხვევებს აფიქსირებს: აიოვა (785), ჩრდილოეთ დაკოტა (375), სამხრეთ დაკოტა (425) და მინესოტა (1000). ერთ დღეში გამოვლენილი ახალი შემთხვევების ეს მონაცემები ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს ეკუთვნის.

ამასთან ერთად, მონტანასა და აიდაჰოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ცოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა ჰოსპიტალიზების რაოდენობა, ბოლო პერიოდის რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.

იმ ფონზე, როცა შუადასავლეთის შტატები, ვირუსის გავრცელების ცხელ წერტილად იქცა, საერთო ეროვნული მაჩვენებლებით, იკლებს გარდაცვალების, ჰოსპიტალიზაციისა და ინფიცირების შემთხვევები.

შუა დასავლეთის შტატებში, ინფიცირების რაოდენობის მატება შესაძლოა ხალხმრავალ შეკრებებს უკავშირდებოდეს. აიოვას ორ უმსხვილეს უნივერსიტეტში, სასწავლო რეჟიმი ჩვეულ ფორმაში მიდმინარეობს. სამხრეთ დაკოტაში კი, მოტოციკლეტების ტრადიციული რბოლა გაიმართა, რის შემდეგაც ერთ დღეში ინფიცირების საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

სიკვდილიანობის მაჩვენებილით, 183 00- გარდაცვალების შემთხვევით, აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მაგრამ ერთ სულ მოსახლზე დათვლით, აშშ მეთერთმეტე ადგილზეა. ერთ სულ მოსახლეზე, გარდაცვალების მაჩვენებლით აშშ-ს უსწრებს შვედეთი, ბრაზილია, იტალია, ჩილე, ესპანეთი, ბრიტანეთი, ბელგია და პერუ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG