შეერთებული შტატები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრიდან შეიარაღებულ ძალებს გაიყვანს. ვაშინგტონის გადაწვეტილება თურქეთს საშუალებას მისცემს, ქურთულ შენაერთებზე, რომლებიც სირიის კონფლიქტში ამერიკის მოკავშირენი იყვნენ, შეტევა მიიტანოს.
თურქეთი ქურთულ შენაერთებს სირიაში ანკარას მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ გაგრძელებად მიიჩნევს.
ვაშინგტონის გადაწვეტილება რადიკალურად ცვლის შეერთებული შტატების პოლიტიკას სირიასა და ახლო აღმოსავლეთში. „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“, რომელსაც ქურთი მებრძოლები უდგანან სათავეში, ვაშინგტონის ეს გადაწვეტილება შეაფასეს, როგორც „ზურგში დანის ჩარტყმა“.
პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ ქურთული შენაერთების დახმარება შეერთებულ შტატებს ძვირი უჯდება. პრეზიდენტმა დამატებით აღნიშნა, რომ „დროა ჩვენ [შეერთებული შტატები] ამ უაზროდ დაუსრულებელი ომებიდან გავიდეთ".
Facebook Forum