ჰილარი კლინტონი ისტორიაში შედის, როგორც წამყვან პარტიებს შორის პირველი სავარაუდო ნომინანტი ქალი. თუმცა, ამერიკაში კენჭს კიდევ ერთ ქალ კანდიდატს უყრიან.
ჯილ სტეინი მოელის, რომ მას მწვანეთა პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დაასახელებს. არჩევნებზე დონალდ ტრამპის და ჰილარი კლინტონის გვერდით კიდევ ერთი ახალი კანდიდატი იყრის კენჭს, ლიბერტარიანელთა წარმომადგენელი გარი ჯონსონი.
სტეინის საარჩევნო პროგრამა ჰილარი კლინტონის კონკურენტი კანდიდატის დემოკრატიულ პარტიაში, ბერნი სანდერსის მსგავს გზავნილებს შეიცავს. ესენია კამპანიის ფინანსირების სისტემის გარდაქმნის და კლიმატურ ცვლილებებთან მიდგომის პრიორიტეტებად დასახვა.