ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ირანთან ტყვეების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს


აშშ-მა ირანთან ხუთი ამერიკელი მძევლის დაბრუნების თაობაზე მოალაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ, ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ საილავნმა განაცხადა.

ტელეკომპანია „სიბიესისთის“ მიცემულ ინტერვიუში სალივანმა განაცხადა, რომ „ამერიკელების შინ უსაფრთხოდ დაბრუნება“ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის „მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.“

„ჩვენ დავიწყეთ ირანელებთან ამ საკითხზე კომუნიკაცია. იმ ფონზე, როცა ისინი განაგრძობენ ამერიკელების უსამართლოდ და უკანონოდ მძევლად დატოვებას, ჩვენ არ მივიღებთ მათგან გრძელვადიან წინადადებებს“ - აცხადებს სალივანი და ირანის ქმედებებს „ჰუმანიტარულ კატასტროფას“ უწოდებს.

ირანს ათობით ორმაგი მოქალაქე ჰყავს დატყვევებული, მათ შორის, ხუთი ამერიკელი. თეირანი მათ, ძირითადად, ჯაშუშობაში სდებს ბრალს.

სალივანი აცხადებს, რომ დისკუსია მძევლების შესახებ არ იკვეთება ბირთვული უსაფრთხოების შეასახებ შეთანხმების საკითხთან.

გასულ კვირაში, აშშ-მა მზადყოფნა გამოთქვა დაუბრუნდეს ირანის ბირთვულ შეთანხმებას, თუ ირანი შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე, აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებებების ხელმძღვანელების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა.

სალივანი აცხადებს, რომ „ირანს ჯერ პასუხი არ დაუბრუნებია“.

„ეს ირანია დიპლომატიურ იზოლაციაში და არა შეერთებული შტატები. ბურთი ახლა მათ მოედანზეა“ - აცხადებს თეთრი სახლის მრჩეველი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG