აშშ-ის არმიის წარმომადგენლების განცხადებით, აღმოსავლეთ ავღანეთში მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. მათივე განცხადებით, ინციდენტი შაბათს მოხდა, თუმცა, დეტალების შესახებ საუბრისგან მათ თავი შეიკავეს.
თვის დასაწყისში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა ავღანეთ-ნატოს ერთობლივ პატრულზე მიიტანა, რის შედეგადაც დაიღუპა 14 ადამიანი. პასუხისმგებლობა მომხდარზე თალიბანმა აიღო.