ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს ჯარისკაცები დაიღუპნენ


სულ დაღუპულთა შორის ოთხი პოლიციელი და ექვსი სამოქალაქო პირია

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა ნატოს პატრული ააფეთქა, რომლის დროსაც სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით, დაღუპულთა შორის ნატოს სამი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, კამიკაძე ნატოს სამხედრო კოლონაში მოტოციკლეტით შეიჭრა ქალაქ ხოსტის ბაზრის მახლობლად.

ავღანეთის ხელისუფლების თქმით, დაღუპულთა შორის ოთხი პოლიციელი და ექვსი სამოქალაქო პირია. 30 ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG