დღეს კონსერვატიული ჯგუფები თეთრ სახლში იკრიბებიან, რათა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ახალი ამბების და სტატიების საკითხებზე იმსჯელონ. თუმცა, სოციალირი მედიის გიგანტები, „ტვიტერი“ და „ფეისბუქი“ იქ არ იქნებიან. როგორც იტყობინებიან, მათ მიწვევა არ მიუღიათ.
თეთრ სახლში შეხვედრის და მონაწილეების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს ღონისძიება იმ დროს ტარდება, როდესაც კომპანიებს ფართოდ აკრიტიკებენ.
ზოგიერთი ამტკიცებს, რომ სოციალური მედიის კომპანიები კონსერვატორთა ხმას ახშობს. სხვები ამბობენ, რომ ეს კომპანიები ყალბი ინფორმაციისგან და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან მომხმარებლების დასაცავად საკმარისს არ აკეთებს.
ერთ საკითხში თანხმობაა: ტექნოლოგიური ფირმები ძლიერია და ინფორმაციის და სავაჭრო საქმიანობის მნიშვნელოვან არხებს ფლობს. სულ უფრო იზრდება ანტიტრესტული კუთხით საკითხის შესწავლის და მათი დაყოფის საჭიროების განხილვის მოწოდებები.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სოციალური მედიის სამ დიდ კომპანიას, „ფეისბუქს“, „ტვიტერს“ და“იუთუბს“, კონსერვატიული ხმის წინააღმდეგ მიკერძოების და ცენზურის გამო სულ უფრო მეტად აკრიტიკებდა.
სამივე კომპანიამ უარყო, რომ თავისი სტანდარტების დაცვის პროცესში კონსერვატიული მომხმარებლები სამიზნედ აქცია.
Facebook Forum