"გუგლმა" იცის რა არის, რა იყო და რა იქნება, რადგან, ვიდრე იქნებოდა "ფეისბუქი," იყო მხოლოდ "გუგლი."
შესაძლოა ეს გაზვიადებულ ნათქვამად მოგეჩვენოთ, თუმცა, სულ ტყუილად. სრულებით არ იქნება გაზვიადება, თუ ვიტყვით იმასაც, რომ ჩვენს დროში ინტერნეტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მსოფლიოს მასშტაბით, ნაკლებად განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებშიც კი, ის ყოველწლიურად უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. თუმცა, გარდა სიკეთისა, რაც ინტერნეტს მოქვს, არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხეებიც. საფრთხეების მასშტაბი კი ინტერნეტის გავრცელების პირდაპირპორპორციულად იზრდება. ერთ-ერთი მთავარი და აქტუალური პრობლემა პერსონალური მონაცემების დაცულობაა.
რამდენად არის ინტერნეტის მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცული? ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური, ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდა. ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა “კემბრიჯ ანალიტიკამ” "ფეისბუქის" ამერიკელი მომხმარებლების შესახებ პირადი ინფორმაციის მიღება.
რას ამბობს კვლევები?
ამერიკული ორგანიზაცია "პიუს კვლევითი ცენტრი" ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში სოციალურ ქსელ "ფეისბუქს" მოზარდთა 68% იყენებს. მათგან 74% ქსელის ყოველდღიური მომხმარებელია. გამოკითხულ მომხმარებელთა უმრავლესობამ გასულ წელს "ფეისბუქზე" უსაფრთხოების პარამეტრები შეცვალა, ხოლო 26%-მა აპლიკაცია სმარტფონიდან საერთოდ წაშალა. ფეისბუქის მომხმარებელთა 51% დისკომფორტს განიცდის იმის გამო, რომ ქსელი მათ პირად ინფორმაციას ინახავს და შემდეგ რეკლამის გასავრცელებლად იყენებს. გამოკითხულ მოქალაქეთა 74%-მა კი არ იცოდა, რომ სოციალური ქსელი მათ მონაცემებს ინახავს და სხვადასხვა მიზნით იყენებს.
რამდენიმე კვირის წინ, საფრთხე "ეფლის" მომხმარებლებსაც შეექმათ. პერსონალური მონაცემების დაცულობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომპანიის ტელეფონები, “ფეისთაიმის” საშუალებით, მომხარებელთა პირად ინფორმაციას მათი ნებართვის გარეშე გასცემდა. გაპარული ხარვეზის გამო, ტელეფონის პროგრამის განახლების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში "ფეისთაიმი" აუდიო და ვიდეო სიგნალს ისე უშვებდა ადრესატთან, რომ ამის შესახებ ტელეფონის მფლობელმა არაფერი იცოდა. "ეფლმა" შეცდომა აღიარა და პრობლემის მოგვარება დაიწყო. ამჟამად შეცდომა აღმოფხვრილია. "ეფლის" ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მომხმარებლის პირადი სივრცე საფრთხის ქვეშ დადგა.
თუმცა, რას შვრებიან ინტერნეტის გიგანტები "გუგლი" და "ფეისბუქი" ამ დროს?
“გარდიანის” სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ ორივე მათგანი, მომხმარებლების პირად ინფორმაციას მათი ნებართვის გარეშე იყენებს და მას, როგორც თავად ამბობენ, მხოლოდ მარკეტინგის მიზნებისთვის იყენებენ. თუმცა, ვართ თუ არა დაცულები და უნდა ვენდოთ თუ არა ინტერნეტ გიგანტებს. არსებობს თუ არა რაიმე გარანტია, რომ ჩვენი პირადი ინფორმაცია, საბოლოოდ, ჩვენს წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული?
სტატიის ავტორის დილან ქურანის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ "გუგლი" უფრო მეტ ინფორმაციას აგროვებს ჩვენ შესახებ, ვიდრე ფეისბუქი.
რა ინფორმაცია აქვს "გუგლს" ჩვენს შესახებ?
დილანი ამბობს, რომ თუ მოწყობილობაში "გუგლის" რუკა გაქვთ გადმოწერილი, ის თქვენი გადაადგილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას წელბის განმავლობაში ინახავს. "გუგლმა" იცის სად იყავით და სად ხართ ახლა, როგორი და რა ინტესივობისაა თქვენი მარშრუტები.
ამის დადასტურება თავადაც მარტივად შეგიძლიათ. ამისთვის მხოლოდ სმარტფონზე მცირედი დაკვირვებაა საჭირო. "გუგლის" რუკისგან შესაძლოა მიიღოთ კითხვები თქვენი ერთ-ერთ ლოკაციის შესახებ. მაგაგალითად, თუ იმგზავრეთ მეტროთი, აპლიკაციამ შეიძლება გკითხოთ “როგორ აფასებთ (პირობითად) А მატარებლით მგზავრობას? რამდენად გადატვირთული იყო მატარებელი? გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია და გაუზიაროთ ის სხვა მომხმარებელს.” მსგავსი შეტყობინება შესაძლოა მიიღოთ იმ შემთხვევაშიც, თუ რუკის აპლიკაცია მეტროთი მგზავრობის დროს არც კი გამოგიყენებიათ.
"გუგლმა" ასევე იცის რას ვეძებთ. საძიებო სისტემა ინახავს ასობით ათას დოკუმენტს იმის შესახებ, რასაც ჩვენ “ვგუგლავთ,” შემდეგ კი ამ ინფორმაციას ყიდის.
მაგალითად, თუ თქვენ “დაგუგლავთ” ჭურჭლის სარეცხ მანქანას, მალევე მიიღებთ რეკლამებს კომპანიებისგან, რომელმაც "გუგლს" კონკრეტულ არეალში რეკლამირებისთვის გადაუხადა. ეს კი იმიტომ ხდება, რომ კომპანიის რეკლამების განყოფილებას, “google advertissment”-ს თქვენი პროფილი აქვს შექმნილი, სადაც გროვდება ინფორმაცია თუ რა გაინტერესებთ კონკრეტულად თქვენ.
"გუგლმა" ასევე იცის, თუ რა პროგრამებს იყენებთ სმარტფონში, კომპიუტერში ან ტაბლეტში. როგორც დილანი ამბობს, "გუგლმა" ასევე იცის, ვის ელაპარაკებით "ფეისბუქის" საშუალებით, რომელ ქვეყანში და რამდენ ხანს.
"გუგლი" ინახავს დეტალურ ინფორმაციას თქვენს აქტიურობაზე youtube-ზე. რას უსმენთ, რას უყურებთ, რას ეძებთ და ა.შ. დილანი ამბობს, რომ გუგლს ჩვენ შესახებ აქვს დეტალური ინფორმაცია და მილიონობით ვორდის დოკუმენტი, სადაც ყველა ინფორმაცია გროვდება. მათ შორის, რას და ვის ვუგზავნით ელექტრონული ფოსტით, რა ფაილები გვაქვს ატვირთული გუგლის ღრუბელში. ფოტოები, რომელიც არსად აგვიტვირთავს, მაგრამ ვინახავთ ტელეფონში. ასევე აქვთ ჩვენი კალენდრის ასლი, სად როდის და ვის ვხვდებით, რომელ წიგნებს ვკითხულობთ, რომელ ვებგვერდებზე შევდივართ, რამდენ ნაბიჯს ვდგამთ დღეში და ა.შ.
კომპანიას ასევე აქვს წვდომა ე.წ. ნაგვის ყუთზე და მიუხედავად იმისა წავშლით თუ არა დოკუმენტს გუგლი ამ ინფორმაციას მაინც ინახავს თავის “ღრუბელში.” "გუგლს," სავარაუდოდ, წლების მიხევით აქვს შენახული ჩვენი ფოტოები, ის ფოტოებიც კი, რომლებიც ჩვენ აღარ გვაქვს და გვგონია რომ წავშალეთ.
რა იცის ფეისბუქმა ჩვენ შესახებ?
“გარდიანის” კვლევის ავტორი ამბობს, რომ ფეისბუქს მის შესახებ 400 000 ვორდის დოკუემნტი აქვს შექმნილი, სადაც ყველა ინფორმაციაა თავმოყრილი.
სტატიაში ნათქვამია, რომ ფეისბუქს აქვს მუდმივი წვდომა ჩვენი მოწყობილობების კამერებსა და მიკროფონებზე. ასევე, ის ინახავს ინფორმაციას თუ სად გადავაადგილდებით. საიდან შევდივართ ჩვენს ანგარიშზე, რომელი მოწყობილობიდან და რამდენი ხნის განმავლობაში.
"ფეისბუქი" ინახავს და ახარისხებს ყველა ინფორმაციას, რომელიც მისი აზრით, თქვენი აქტივობიდან გამომდინარე, თქვენთვის საინტერესო იქნება. უცნაურია მაგრამ, "ფეისბუქი" გაგზავნილი სტიკერების ისტორიასაც კი ინახავს.
ამასთან, "ფეისბუქი" ინახავს იმ აპლიკაციის მონაცემებსაც, რომელიც ფეისბუქისთვის ოდესმე მიგიმაგრებიათ.
დაფიქრდით, ვინ გიცნობთ უკეთ, ვიდრე "გუგლი" ან "ფეისბუქი" და თავად განსაჯეთ, წარმოადგენს თუ არა ეს თქვენთვის სართხეს.
Facebook Forum