ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ გუშინ გვიან ღამით, დროებითი - ერთთვიანი ხარჯვითი პროექტი დაამტკიცა. დღეს პროცესი უკვე სენატში გაგრძელდება. ბიუჯეტზე შეთანხმება დიდი ხანია ვერ ხერხდება და სწორედ ამის გამო პარასკევს შუაღამის შემდეგ მთავრობის ფუნქციონირება შეიძლება შეჩერდეს.
საკამათო საკითხებზე დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ თანხმდებოდნენ.
დონალდ ტრამპმა გუშინ გვიან ღამით „ტვიტერზე“ დაწერა, რომ პროცესს ხელს დემოკრატები უშლიან, რადგან ისინი იმიგრანტების დაცვის პროგრამებს არ თმობენ.
„მთავრობის დაფინანსების პრიექტი წუხელ წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. ახლა მის დასამტკიცებლად დემოკრატი სენატორების ხმებია საჭირო. მაგრამ მათ სურთ არალეგალური იმიგრაცია და სუსტი საზღვრები. მოსალოდნელია მთავრობის მუშაობის გაჩერება? 2018 წელს მეტი რესპუბლიკელის გამარჯვება გვჭირდება!“ - დაწერა პრეზიდენტმა.
წარმომადგენელთა პალატამ ე.წ. „დროებითი ბიუჯეტი“ 230-ით 197 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა.
Facebook Forum