ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორები დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს პასუხს სთხოვენ


ამერიკელი სენატორები ჯერ ისევ მართავენ კერძო შეხვედრებს ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან და თავდაცვის მდივან ჯიმ მატისთან ოქტომბერში საუდის არაბეთელი დისიდენტი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტი სტამბოლში სამეფოს საკონსულოში მოკლეს.

სენატორებმა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯინა ჰასპელი მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ სააგენტომ სენატორებისთვის წარდგენილი მოხსენებიდან ის ნაწილები ამოიღო, რომლებიც საუდის არაბეთს ეხებოდა.

“მინდა დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ - ვინმემ დაზვერვის სამსახურიდან - ჩაგვიტაროს ბრიფინგი იმაზე, თუ რა მოისმინა პრეზიდენტმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის შესახებ,” განაცხადა ლინზი გრემმა.

სენატორების შეშფოთება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას უკვავშირდება.

საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნოთ, დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ ანალიზის დაფუძველზე, დასკვნა გამოიტანა, რომ ხაშოგის მკვლელობა პრინცმა სალმანმა შეუკვეთა. საუდის არაბეთი ბრალდებას უარყოფს და ჟურნალისტის მკვლელობას დაუმორჩილებელ აგენტებს აბრალებს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი საჯარო განცხადებისას რიადის პოზიციას დაუჭირა მხარი და თქვა, რომ ის საკითხი თუ ვინ შეუკვეთა ხაშოგის მკვლელობა ღია კითხვად რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG