უმცროსი დონალდ ტრამპი კანონმდებლების კითხვებს გუშინ რამდენიმე საათის მანძილზე პასუხობდა. სენატის იურიდიული კომიტეტის გამომძიებლებს პრეზიდენტის შვილთან კითხვები საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით ჰქონდათ.
იურიდიული კომიტეტის წევრის, სენატორ რიჩარდ ბლუმენტალის შეფასებით, უმცროს დონალდ ტრამპთან საუბარი მათ ჯერ არ დაუსრულებიათ. სენატორი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვაჟმა ფიცის ქვეშ უნდა უპასუხოს ბევრ, მათ შორის უკვე დასმულ კითხვას, რადგან მისი პასუხებით კიდევ „უფრო მეტი კითხვა წამოიჭრა“.
კანონმდებლების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში, 2016 წლის ივნისში კრემლის ადვოკატთან გამართულმა შეხვედრამ. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, ტრამპს და კრემლის წარმომადგენელს შორის საუბარი არა ბავშვების აყვანის პრობლემებს, არამედ ჰილარი კლინტონს შეეხებოდა. კერძოდ, განიხილებოდა ინფორმაცია დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატის „თანამდებობასთან შესაბამისობაზე, მის ხასიათზე და კვალიფიკაციებზე“.
Facebook Forum