ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერილენდის შტატს, ქვეყნის მთავრობამ, ჩამონგრეული ხიდის აღსადგენად 60 მილიონი დოლარი გამოუყო


ხუთშაბათს ამერიკის მთავრობამ მერილენდის შტატს პირველადი, სასწრაფო დახმარების სახით, 60 მილიონი დოლარი გადასცა. ეს თანხა, მერილენდის შტატში, ფრენსის სკოტ ქის სახელობის ხიდის ჩამონგრევის შედეგად, ნამსხვრევებისგან გაწმენდითი სამუშაობეისთვისაა განკუთვნილი. ასევე, ამ დაფინანსებით, დაიწყება ხიდის ეტაპობრივი აღდგენა.

ხიდი სამშაბათს ჩამოინგრა მას შემდეგ, რაც მას მასიური სატვირთო გემი შეეჯახა. უბედური შემთხვევის შედეგად ჩამოინგრა ხიდი, ხოლო მასზე მყოფი ავტომობილები წყალში ჩაცვივდა. ამ დროისთვის, წყლიდან ორი ცხედარი ამოსვენებულია. კიდევ ოთხი ადამიანი დაკარგულად ითვლება და სავარაუდოდ გარდაცვლილია. დიდი ალბათობით, ეს ადამიანები, მანქანებში არიან ჩარჩენილი, თავად ავტომობილები კი, წყალში ჩავარდნისას, ბეტონისა და ფოლადის ქვეშ მოექცა.

მერილენდის გუბერნატორმა, უეს მურმა $60 მილიონი პარასკევს მოითხოვა. რამდენიმე საათში, ამერიკის ტრანსპორტის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ, მოთხოვნა გადაუდებელი სამუშაოების დაფინანსების შესახებ დაამტკიცა. ეს, ამერიკაში, მსგავსი მოთხოვნის დამტკიცების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი შემთხვევაა.

ასეთ დაფინანსებას, როგორც წესი, დღეები სჭირდება. მაგრამ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ფედერალურ მთავრობას უბრძანა ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა ხიდი სწრაფად აღდგეს.

XS
SM
MD
LG