აშშ-ის დაზვერვის სამსახურსა და პენტაგონში ფიქრობენ, რომ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი, ირანის ანტისარაკეტო სისტემამ ჩამოაგდო - ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულ მედიაში ვრცელდება, თუმცა, დამატებითი დეტალები უცნობია.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი, რუსული წარმოების სარაკეტო სისტემის, Tor-M1 - ის გამოყენებით ჩამოაგდეს.
„ვიღაცამ, სხვა მხრიდან შეცდომა დაუშვა“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, როცა უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ჰკითხეს.
უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავმა კატასტროფა თეირანში, რვა იანვარს, გამთენიისას განიცადა. კატასტროფის დროს, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
Facebook Forum