ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა შეერთებული შტატებისგან დათმობებს მოითხოვს


სამშაბათს, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი გაფრთხილება გამოაქვეყნა, რომ წლის ბოლოს შეერთებული შტატებისთვის ახლოვდება ბოლო ვადა, რათა ბირთვულ მოლაპარაკებებში დათმობების შეთავაზება მოახდინოს.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრის სახელმწიფო მედიით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „მთლიანად შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული, თუ საშობაოდ თავისთვის რომელ საჩუქარს შეარჩევს.“

მან ასევე გააკრიტიკა შეერთებული შტატების ძალისხმევა, ჩრდილოეთ კორეასთან მეტი მოლაპარაკებები აწარმოოს და ამბობს, რომ ასეთი დიალოგი მხოლოდ პოლიტიკური მიზნების მქონე „სულელური ოინბაზობაა“.

მოლაპარაკებები თებერვლის შემდეგ შეჩერდა. კორეას სურდა სანქციების შერბილება მანამდე, სანამ თავისი ბირთვული შესაძლებლობების რაიმე ნაწილზე უარს იტყოდა. შეერთებული შტატებისთვის ასეთი მიდგომა ამ დრომდე მიუღებელია.

ჩრდილოეთ კორეის განცხადებაზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პირდაპირი კომენტარი არ გაუკეთებია. მაგრამ როდესაც ლონდონში ვიზიტის დროს მოლაპარაკებების თაობაზე ჰკითხეს, მან თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერში დარწმუნებულია და მასთან „ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა“ აქვს.

ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა: „მას უყვარს რაკეტების გაშვება, არა?“

მან ასევე თქვა, რომ შეერთებულ შტატებს ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს და იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ მისი გამოყენება არ მოუწევს, თუმცა „თუ საჭიროება გვექნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ“ - განაცხადა ტრამპმა.

XS
SM
MD
LG