ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ფხენიანს ბრალს გლობალურ კიბერ-იერიშებში სდებს


თეთრმა სახლმა ჩრდილოეთ კორეა ოფიციალურად დაადანაშაულა კიბერ-იერიშებში, რომელიც გაზაფხულზე გლობალური მასშტაბით განხორციელდა. მაისში ვირუსმა სახელწოდებით "ვონაქრაი" 150 ქვეყნის კომპიუტერების კრიტიკული ფუნქციები დააზიანა.

"შეტევა ფართომასშტაბიანი იყო და მილიარდობით დოლარი დაჯდა" - თქვა ორშაბათს საღამოს შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მრჩეველმა ტომ ბოსეტმა.

დაზარალებულთა შორის იყო როგორც კერძო, ასევე სამთავრობო ორგანიზაციები: ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური, გადაზიდვების ამერიკული კომპანია "ფედექსი", ესპანეთის ტელეკომუნიკაციების ფირმა "ტელეფონიკა" და ბევრი სხვა.

შეტევის მოგერიება ბრიტანელმა ჰაკერმა შეძლო, რომელმაც ვირუსი გაანეიტრალა.

XS
SM
MD
LG