ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: ამერიკელი სამხედროები ავღანეთის მისიას 31 აგვისტოს დაასრულებენ


"ჩვენი სამხედრო მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება",- თქვა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

თეთრ სახლში, სიტყვით გამოსვლის დროს, მან თქვა, რომ ავღანეთის მისიის დასრულების დროა და აღნიშნა,, რომ "სტატუს ქვოს [შენარჩუნება] გამოსავალი არ არის".

პრეზიდენტის განმარტებით, ამერიკამ ავღანეთში, 20 წლის განმავლობაში, 1 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა და მას 2,400 ამერიკელი სამხედრო შეეწირა.

ბაიდენი თვლის, რომ ამერიკამ უნდა შეცვალოს ის პოლიტიკა, რომელიც ორი ათეული წლის წინ, ავღანეთში არსებული ტერორისტული დაჯგუფება ალ-ყაიდას ამერიკაზე დავდასხმის შემდეგ შემუშავდა.

ბაიდენის თქმით, ახლა ამერიკის მთავარ პრიორიტეტებში შედის მომავალი პანდემიებისთვის მომზადება, ძალისხმევის დიდი ნაწილის მობილიზება ჩინეთთან ეკონომიკური კონკურენციისთვის და "იმ ეგზისტენციალურ საფრთხესთან გამკლავება, რომელიც კლიმატის ცვლილებას მოაქვს".

"გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მოწინააღმდეგებისა და კონკურენტებისთვის უფრო მტკიცენი ვიქნებით თუკი მომავალი 20 წლის ომებისთვის ვიბრძოლებთ და არა გასული 20 წლის ომებისთვის",- თქვა პრეზიდენტმა.

სატელევიზიტო მიმართვა თეთრი სახლიდან პრეზიდენტმა მას შემდეგ დაგეგმა, რაც მან და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა თავიანთი გუნდისგან, ავღანეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ბოლო ინფორმაცია მიიღეს.

XS
SM
MD
LG